პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თეონა აქუბარდია განმარტებას აკეთებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" უკვე ყოფილი წევრის, განცხადებით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ მისი და პარტიის წევრების სამუშაო ტაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
აქუბარდია ამბობს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ აპირებს, მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებს, თუმცა იგივე საპარლამენტო ჯგუფში, სადაც აქამდე იყო.
"ჩემი პოზიციები პარტიის პოზიციებისგან განსხვავებული იქნება. ეს დაეხმარება პარტიასაც და მეც, რომ მივიღო ის გადაწყვეტილებები, რაც მე სწორი მგონია. ვაპირებ აქტიურ ოპონირებას "ქართულ ოცნებასთან"" - აცხადებს აქუბარდია.