15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
რუსეთი კავკასიაში გავლენის დაბრუნებას ცდილობს - სოჭის შეხვედრით მოსკოვი ბრიუსელისთვის ინიციატივის წართმევას გეგმავს

რუსეთი კავკასიაში გავლენის დაბრუნებას ცდილობს. სოჭის შეხვედრით, რომელზეც პუტინმა ალიევი და ფაშინიანი მიიწვია, მოსკოვი ბრიუსელისთვის ინიციატივის წართმევას გეგმავს. ის ჯერ ცალ-ცალკე შეხვდა აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს და ცდილობს ორივე საკუთარ გეგმაზე დაითანხმოს.

სცენარის ნაწილია მასშტაბური გამოსვლები ყარაბაღში. სოჭში მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად ათი ათასობით ადამიანი სტეპანაკერტში ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და რუსეთისაგან დამატებითი პოლიტიკური და სამხედრო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვს. აქციაზე გამოტანილია რუსეთის დროშებიც.

"ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა და ის ორი წლის წინ გადაწყდა, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველია არაფერია" - აცხადებს პუტინთან ჩასული ალიევი.

აზერბაიჯანული მედია, კი დღევანდელ მოლაპარაკებებს უკვე უწოდებს სოჭის ფიასკოს. რუსეთის სამშვიდობო პროექტი აზერბაიჯანს არ აწყობს. მას საკუთარი 5 პრინციპი უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებული აქვს.

სომხეთი კი, რომელიც ამ გეგმას თავის დროზე დათანხმდა, ახლა მოსკოვის გეგმაზეც თანახმაა, თუმცა ამ დრომდე მაინც ვერ ხერხდება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა.

რომ არა სხვა ალტერნატიული შუამავლები: იგივე ბრიუსელი და ახლა უკვე თბილისი, მოსკოვი კიდევ დიდხანს შეეცდებოდა სტატუს კვოს შენარჩუნებას, თუმცა ახალ როლში ახალი რეალობის შექმნა, როგორც ჩანს პუტინმა მაინც ვერ მოახერხა.

დღის ამბები