საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ომბუდსმენობის 12 კანდიდატს დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს, დარჩენილია კიდევ შვიდი.
განსხვავებული შეფასებები აქვთ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებენ პოლიტიკური პარტიები კონსენსუსის საფუძველზე ერთი კანდიდატის შერჩევას.