15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას დღეს დაკრძალავენ - კანონმდებლები მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ და სესია დახურულად გამოცხადდება

დღევანდელ პლენარული სხდომაზე ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტების განხილვები არ გაიმართება. კანონმდებლები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ირაკლი ხახუბიას ხსოვნას, რის შემდეგაც სხდომა დასრულებულად გამოცხადდება.

ასევე არ ჩატარდება დღეისთვის დაგეგმილი "მინისტრის საათი", რომელზეც იუსტიციის მინისტრის მოსმენა იგეგმებოდა.

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას დღეს დაკრძალავენ. ის "ქართული ოცნების" წევრი და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

დღის ამბები