15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" 10-წლიან პერიოდში ეკონომიკა მხოლოდ 15 მლრდ ლარით გაიზარდა - რას პასუხობენ მელიას მმართველ გუნდში

ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მდგომარეობასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, ბოლო 10 წელში ეკონომიკა 15 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია.

"ქართული ოცნების" მმართველობის 10-წლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა ოცნების პერიოდში იყო მხოლოდ 4.1%. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა 6.24%, საშუალო წლიურად რომ შენარჩუნებულიყო, დამატებით ერთი ამდენით, ანუ 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. რომ არა ხელისუფლების მთელი ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი,  საშუალო ხელფასი იქნებოდა 3000 ლარი.

მელიას მმართველ გუნდში უპასუხეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

"ობიექტური მონაცემები, რომელიც არის არა პარტიის მიერ გამოქვეყნებული, არამედ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების, ადასტურებს, რომ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან მძიმე გამოწვევები, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

სხვათა შორის, მე გავიხსენებდი ჩვენი ოპონენტების ცინიკურ შეფასებებს, როდესაც თავის დროზე პრემიერ-მინისტრი და შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა პროგნოზებს 2030 წელთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორედ ამ ზომით გაიზრდებოდა. აგერ ახლა, საერთაშორისო ფონდი და მსოფლიო ბანკი აკეთებენ იგივე პროგნოზებს," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები