15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩაატარა

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩაატარა - კვორუმი არ შედგა. სხდომაზე არ მივიდა ქართული ოცნება. მოთხოვნა იგივე იყო რაც გუშინ, საკრებულოში მივიდეს თბილისის მერი და ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები გასცეს.

"დღეს არც ერთი მათი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა ამ რიგგარეშე სხდომაზე, რითიც გრძელდება არ თანამშრომლობის და საბოტაჟის პოლიტიკა საკრებულოში. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში გვინდოდა დაგვესვა ის კითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, მაგრამ ვხედავთ, რომ თავად ეს ხელისუფლება აქცევს ამ ყველაფერს ერთ დიდ საცირკო წარმოდგენად,“ - აცხადებს საბა ბუაძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კახა კალაძე წლიური ანგარიშით ისედაც უნდა წარსდგეს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და სწორედ ამ დროს გასცემს ის დეპუტატების კითხვებს პასუხს.

"რასაც ემსახურება მსგავსი ტიპის დაბარებები, ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხვდებით და შესაბამისად, იმ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობის მიღება, რომლის გამართვაც დღეს უნდოდათ ჩვენს კოლეგებს, ჩვენ მიზანმიმართულად ჩავთვალეთ, რომ ამ შოუში მონაწილეობისთვის არ ვართ მზად და არც არასდროს არ ვიქნებით. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია დღეს მათი შეკრების მიზეზი, როდესაც წინასწარ არ იცი რომ უმრავლესობა არ დაესწრება, უმცირესობა ფიზიკურად ვერ ჩაატარებს სხდომას,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი. 

დღის ამბები