მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეკრების მიზეზი გახდა. დიპლომატები შეშფოთებას გამოხატავენ რომ მოსკოვის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საკვებსა და სასუქზე ფასების მატება გამოიწვიოს და განვითარებად ქვეყნებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. გაეროში რუსეთის ელჩი ირწმუნება რომ შეთანხმებას არ ტოვებენ და მხოლოდ დროებით აჩერებენ.
უკრაინა რუსეთის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მოსკოვის სურვილი- მსოფლიოზე ზეწოლაა.
უკრაინის მსგავსად, მოსკოვს საკვების იარაღად გამოყენებასა და მსოფლიოს დაშანტაჟებაში სდებს ბრალს შეერთებული შტატები.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის აღსადგენად თურქული მხარე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი მხარე გაერო კი მიიჩნევს, რომ თუ პრობლემა დროულად არ გადაიჭრა, მსოფლიო საკვების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი თურქულ მხარესთან და გაეროსთან კომუნიკაციას განაგრძობს, თუმცა რუსეთი არ ასახელებს ვადას თუ როდის აღდგება მარცვლეულის ექსპორტი. უკრაინა და რუსეთი ხორბლის, ქერის, მზესუმზირის ზეთისა და სხვა საკვების მთავარი მიმწოდებლები არიან აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში