16 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
აჭარაში არალეგალური სავალუტო ჯიხურების მოწყობისთვის 10 პირი დააკავეს

აჭარის რეგიონში არალეგალური სავალუტო ჯიხურების მოწყობისთვის 10 პირი დააკავეს. ობიექტები ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მუშაობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია ნახევარი მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები