15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს - თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძეზე

ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს, - ასე პასუხობს "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატი თეონა აქუბარდია, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, იარლიყების მიწებება იაფფასიანი ხერხია.

გიორგი ვაშაძემ გუშინ გუნდის წევრებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თეონა აქუბარდია პარლამენტში თავისი ინიციატივით შეიყვანა. ვაშაძე ფიქრობს, რომ აქუბარდიას "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობით "დიდი მომავალი აქვს".

"ლიდერს ქვეყნის მმართველობაზე, როცა აქვს პრეტენზია, არ მგონია, რომ ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს.

"ქართულ ოცნებასთან" ჩემს ე.წ. თანამშრომლობასა და იარლიყების მიწებებას რაც შეეხება, ძალიან ჰგავს "ქართული ოცნების" იაფფასიან ხერხს, როცა თანაგუნდელების გაშავებას სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ. შესაბამისად, ამ რთულ ვითარებაში არ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა და სწორი გზა.

ვაპირებ, როგორც აქამდე ვმუშაობდი პარლამენტში, ისე გავაგრძელო მუშაობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. არ ვფიქრობ, რომ დაპირისპირებების მცდელობები ოპოზიციას აძლიერებდეს, ან საინტერესო იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები