15 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაციები გაითვალისწინა, დარჩა საკითხები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა

პარლამენტმა განიხილა 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი, რომელიც საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს ეხება.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაციები გაითვალისწინა, დარჩა საკითხები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ყველაფერი გაკეთდა. 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მათი მიზანი არა კონკრეტული პირების გაძლიერება, არამედ რგოლების ინსტიტუციური გაძლიერება იყო.

"მთლიანობაში, ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები. იყო სხვადასხვა მოსაზრება,თუმცა სამუშაო ჯგუფი შევთანხმდით, რომ ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენი მხრიდანაა წარმოდგენილი ამ ორივე სამსახურის ინსტიტუციურ საქმიანობას გააძლიერებს,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

დღის ამბები