15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
მოლდოვაც გეგმავს, რომ უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს - არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში პირველ რიგში მათ შეექმნებათ პრობლემები.

"შეტევაზე იყო გადმოსული რადიკალური ოპოზიცია და ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, დროზე მიიღეთ კანონი და შექმენით მექანიზმიო, როდესაც გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ჩართულობით და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, წაიკითხეს ეს კრიტერიუმები და კანონი და აღმოაჩინეს მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ლიდერი, იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, პირველ რიგში, სწორედ მათ შავი ფულის დაფინანსებით მედიის მართვის და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები.

მოლდოვაც გეგმავს, რომ უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს.

ახლა აღმოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი და ამბობენ, რომ ჩვენი, ქართული მოდელი უნდა შევქმნათო. ქართული მოდელი, მათ ფანტაზიაში და გადმოსახედიდან არის 2-სიტყვიანი კანონის მიღება, სადაც მხოლოდ სახელი და გვარი იქნება ჩაწერილი," - თქვა თალაკვაძემ.

დღის ამბები