15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება არიან ის ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს.

"მოლდოვაც აპირებს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი მცირედი ადაპტაციით გადაიტანოს. 

მიგვაჩნია, რომ არის გონივრული უკრაინული კანონის გადმოტანა. რა თქმა უნდა, მცირე ადაპტაციები დაგვჭირდება, მაგრამ პრინციპულად, უკრაინულ კანონში მოცემულია ოლიგარქიას ცნება და ღონისძიებები, რომელიც უნდა იყოს მიმართული დეოლიგარქიზაციისთვის.

ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი. პრობლემა ოპოზიციისთვის იმაში მდგომარეობს რომ მათ დაინახეს, სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენ მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა. პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები