15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
უნდა შევთანხმდეთ, რომ იქნება ეს პოლიტიკოსი თუ მედიამენეჯერი, ვერ და არ ისარგებლებს იმუნიტეტით, სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს," - გიორგი ამილახვარი ნიკა გვარამიაზე

არ მომისმენია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, სადაც ვიტყვით რომ ნიკა გვარამიას უკანონოდ აქვს მისჯილი, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ვერც პოლიტიკოსი, ვერც მედიამენეჯერი და ა.შ. ვერ იქნება იმუნიტეტი. 

"ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის ყურადსაღები და მისაღებია, მაგრამ რბილად რომ  ვთქვათ, არასასიამოვნოა, როდესაც კონკრეტულ სასამართლო დავას და ქეისს აფასებს -  არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება ეს ან რომელი საელჩო. გვექნება დამატებითი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ საკითხზე, რომ თუ საჭიროა, მათ დამატებითი ინფორმაცია მიეწოდოთ დეტალურად, თუ რაიმე სამართლებრივი კითხვა არსებობს.  თუ გამახსენებთ ერთ არგუმენტს მაინც, რომ ამ საქმეში რომელიმე მტკიცებულება გაყალბებული იყო, პროკურატურამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, სასამართლომ მიიღო ამ არგუმენტზე დაყრდნობით უსამართლო გადაწყვეტილება - არ მომისმენია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, სადაც ვიტყვით, რომ ნიკა გვარამიას უკანონოდ აქვს მისჯილი სასჯელი. არავის პატიმრობა ჩვენ არ გვიხარია და რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ იქნება ეს პოლიტიკა, მედიამენეჯერი, ნებისმიერი მოხელე თუ თანამდებობა - ამ კალთის უკან ამოფარებული ადამიანები, ვერ და არ ისარგებლებენ იმუნიტეტით. სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს," - აცხადებს გიორგი ამილახვარი. 

დღის ამბები