15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ჩვენ შევასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით მიუხედავად იმისა, მიგვაჩნია თუ არა ყველა პუნქტი სწორად - გიორგი ამილახვარი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ხელისუფლება სრულად შეასრულებს ევროკომისიის 12-ვე პუნქტს, ამისთვის კი მმართველი გუნდის მხრიდან შეიქმნა ყველანაირი შესაძლებლობა, რათა დაინტერესებული პირები პროცესში ჩაერთონ.

ამილახვარის თქმით, არის კონკრეტული პუნქტები, რაც არასწორია ხელისუფლებისთვის, თუმცა მიზნისთვის მზად არიან შეასრულონ.

"ხელისუფლებამ შექმნა ყველანაირი შესაძლებლობა, ველი, ფორმატი რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოსულიყვნენ, ერთად გვემუშავა და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება.

ჩვენ შევასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით მიუხედავად იმისა, მიგვაჩნია თუ არა ყველა პუნქტი სწორად. მაგალითად, არ არის სწორი გენერალური პროკურორის არჩევის წესი, მაგრამ მიზანი იმდენად დიადია, ჩვენ ამაზეც მივდივართ და უსიტყვოდ ვემორჩილებით, მაგრამ ვერ გავხდით ჩვენ საქართველოს საცდელ ლაბორატორად. ისეთ რეფორმებს ვერ გავატარებთ, რომელიც არათუ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, არამედ დედამიწის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამას ითხოვს არასამთავრობო სექტორი, დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი და სხვადასხვა მათთან დაკავშირებული პირები. ეს ხალხი ითხოვს ისეთი რეფორმების გატარებას, რომლის უკანაც არ დგას არანაირი საერთაშორისო პრაქტიკა," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები