15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
პარლამენტში დღეს შრომის მთავარი ინსპექტორის 2021 წლის ანგარიშს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შრომის მთავარი ინსპექტორის 2021 წლის ანგარიშს მოუსმენენ. ბექა ფერაძე ყურადღებას გაამახვილებს სხვადასხვა მიმართულებებით შრომის ინსპექციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე და გატარებულ ღონისძიებებზე. ანგარიში ასევე შეეხება, შრომითი ზედამხედველობის გაძლიერების გეგმაზე.

"მოგეხსენებათ მისი როლი ძლიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით 2020-2021 წლებში, სადაც შრომის ინსპექტორმა მკვეთრად გააძლიერა თავის ზედამხედველობა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდში. სახელმწიფო დანამატებს, რომელსაც უხდიდა კლინიკებს არ იყო ეს თანხები სწორად განაწილებული. მედპერსონალის დისკრიმინაციის შემთხვევები, რაზეც სწორად გააკეთა აქცენტები ბატონმა ბექა ფერაძემ. წლიდან წლამდე მათი ინსტიტუციონალიზაცია და ზედამხედველობა, ჩვენგან კონტროლი ამ დარგში აუცილებლად გაძლიერდება," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

დღის ამბები