15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინულ მოდელს მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინულ მოდელს მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. ეს განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ გააკეთა, როდესაც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

"უკრაინამ მიიღო გაბედული კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, დეოლიგარქიზაციის კანონი. ფაქტიურად, უკრაინა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. კარგია. ახლა საქმე ეხება კანონის განხორციელებას, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პრაქტიკაში მისი შესრულების შედეგები,"- განაცხადა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები