15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს წერილობით, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს

ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს წერილობით სავარაუდოდ დღეს მიმართავს. მათი შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

ოპონენტებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს აქვს დისკრეციის უფლება. თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილის აზრით, მართებული არ იქნება პრეზიდენტის მხრიდან გვარამიას შეწყალების საკითხის განხილვა. 

"პრეზიდენტს გააჩნია თავის დისკრეცია, ამ დისკრეციის გამოყენებაში ვერავინ ვერ ჩაერევა, თუმცა გამოყენების შეთხვევაში შეგვძლია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მართებული იყო ეს ნაბიჯი. მართებულად ვერ ჩავთვლით იმ დისკრეციული ფუნქციის უხეშად გამოყენებას და მართლმსაჯულებაში ჩარევას, რასაც ექნება ადგილი, თუკი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები