"ქართული ოცნების" წევრის დავით მათიკაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრობს, რომელსაც პარლამენტში დღეს კენჭს უყრიან.
მისი შეფასებით, ოპოზიციის დამოკიდებულების მიღმა დესტრუქცია და რეკომენდაციების შესრულებაში ხელის შეშლა იკვეთება.
"ამ კრიტერიუმების ჭრილში ბიძინა ივანიშვილი არ იკვეთება როგორც ოლიგარქი, ხოლო პირები, რომლებიც აქტიურად არიან პოლიტიკაში ჩართული, ფლობენ მედიასაშუალებებს, აფინანსებენ პოლიტიკურ პროცესებს და ამას ღიად აცხადებენ, მაგალითად, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელმაც პირდაპირ განცხადებით, ასე ვთქვათ, აღიარა ოლიგარქობა, ცხადია, ამ კუთხით მეტი ობიქტური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ესა თუ ის პირი მოხვდეს ამ სიაში," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის შეფასებით კი, "ქართული ოცნების" მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით იმდენად სამართლიანია რომ გარკვეული უხერხულობა შეუქმნა ოპოზიციას.