15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური, ოლიგარქი ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, ოლიგარქი არის ოლიგარქი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მისი თქმით, მოლდოველებიც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის კოპირებას გეგმავენ.

"რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, უმაღლეს დონეზე მიღებული პირადი კომუნიკაციის საფუძველზე. ვიცით, რომ ისინი ასევე, გეგმავენ უკრაინული კანონის მოლდოვაში გადატანას, ეს არის ინფორმაცია, რაც გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური, ოლიგარქი ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, ოლიგარქი არის ოლიგარქი. შესაბამისად, დეფინიცია არის უნივერსალური. აქედან გამომდინარე, ის დეფინიცია, რომელიც უკრაინაში არის მიღებული, საქართველოსთვისაც რელევანტური იქნება. სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით, ჩვენც გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი და ასევე, მოლდოველები გეგმავენ უკრაინული კანონის კოპირებას. შესაბამისად, აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის და იმის მომხრე, რომ ოლიგარქებმა ძალაუფლება არ დაიბრუნონ. ბოროტად იყენებდნენ 9 წლის განმავლობაში. ოპოზიციას პირიქით, აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ სწორედ ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი მიიღო.

დღის ამბები