15 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი მიიღო.

პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა, ნაწილმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

პროექტი მმართველმა პარტიამ დეპუტატებს უკრაინული მოდელის უცვლელი შინაარსით წარუდგინა და განაცხადა, რომ ახალა იგივე ცვლილებების მიღებას მოლდოვაც გეგმავს.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა, ბიზნეს საქმიანობა რომელიც ბაზარზე დომინანტურია და საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტის ფლობა - ეს მთავარი კრიტერიუმებია.

დღის ამბები