პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის.
"ნიკა გვარამიას შეწყალება არ არის მხოლოდ შიდაპოლიტიკური საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრისთვის მზად ვარ, თუ ექნება სურვილი, რომ განვიხილოთ არგუმენტები, მოვისმინო მისი აზრი, საზოგადოება ელოდება მის აზრს,"- აცხადებს დეკანოიძე.