შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიები მზად არიან პრეზიდენტს შეხვდნენ.
"ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერნი მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც საკუთარ მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა.
ქალბატონ პრეზიდენტს გვსურს მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვთ, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ საკუთარი არგუმენტაცია, თუ რატომ მიგვაჩნია დღეს ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.