პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ნონა მამულაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობისა" და პარლამენტის დატოვების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნონა მამულაშვილმა პარლამენტს მხოლოდ იმით დაამახსოვრა თავი, რომ "მაგიდებზე ირბინა".
"თუკი მიგაჩნია, რომ შენი მუშაობით იოტისოდენა ღირსება ვერ შესძინე აქაურობას, მაშინ მართლა უნდა დატოვო აქაურობა. დღე არ გავა რომ ვინმე არ გაიქცეს "ნაციონალური მოძრაობიდან". ავაზაკთა გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ნონა მამულაშვილი, რომელმაც თავისი თავი მეათე მოწვევის პარლამენტს მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ მაგიდებზე ირბინა. ეს არის მისი "ღვაწლი" ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში. ასე რომ მაგიდაზე მორბენალი არც ქალები და აც კაცები ჩვენ არ გვჭირდება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობას" გუნდის კიდევ ერთი წევრი ტოვებს. ნიკა ობოლაძის შემდეგ, პარტიიდან ნონა მამულაშვილი წავიდა. გადაწყვეტილების შესახებ, მან სოცილურ ქსელში დაწერა. მამულაშვილი აცხადებს, რომ ის საკანონმდებლო ორგანოდანაც მიდის.