15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ფიზიკურად შეუძლებელი მგონია აირჩიო კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე - იაგო ხვიჩია ნაზი ჯანეზაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის. 

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ომბუდსმენობის კანდიდატმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, შეუძლებელია არჩეულ იქნას კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე.

"სულ ჰქონდა პრეტენზია სასამართლო სისტემასთან, "ქართულ ოცნებასთან" და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მან უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" აქვს ნაზი ჯანეზაშვილთან, თორემ ჩემი შეკითხვა ყველასთვის ცნობილია უკვე ისედაც და ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილის აქ გამოცხადების დროისთვის ჩემი გამოსვლა დასრულებული იქნება. ამიტომ, ჩემს საკითხს აქ აქტუალობა ნაკლებად გააჩნია.

ვისაც ეს თემა მართლა აღელვებდა, ყველა კანდიდატს შეუძლია მე შეკითხვა დამისვას და ამით საკუთარი პოზიციაც დააფიქსიროს. 

აქედან გამომდინარე, ყველა ეს მიზეზი, ჩემი აზრით აბსურდულიa. ფიზიკურად შეუძლებელი მგონია აირჩიო კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე," - აცხადებს ხვიჩია.

დღის ამბები