საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბოლო არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ იღბალსა და წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ვინაიდან ჩვენი მეგობრობის ფესვები უფრო ღრმა წარსულიდან მოდის, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელს შორის," - წერს საქართველოს პრემიერი Twitter-ზე.