09 ივლისი 2024,   00:37
ვრცლად
პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატ გიორგი ცობეხიასთან გასაუბრება მიმდინარეობს

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატ გიორგი ცობეხიასთან გასაუბრება მიმდინარეობს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გიორგი ცობეხიას კითხვა მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუსვა, რადგან ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "სტრატეგია აღმაშენებლის" პროპორციული სიის წევრი იყო. 

ცობეხიას თქმით, იგი შედიოდა ბლოკში, თუმცა "სტრატეგია აღმაშენების" პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ ყოფილა. ასევე აღნიშნავს, რომ დღეს იგი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის.

გიორგი ცობეხიასთვის "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ კანდიდატად მისი არდასახელება მოულოდნელი არ ყოფილა. 

დღის ამბები