15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ომბუდსმენობის კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ომბუდსმენობის კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ეს მას შემდეგ, რაც ცობეხიას პარლამენტმა მოუსმინა და პროცესი კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კანდიდატმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მხარდაჭერის მოლოდინი არ აქვს და მმართველი გუნდის კითხვები მისთვის კრიტიკული აღმოჩნდა.

მის გადაწყვეტილებას სხდომაზევე გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროცედურულად კანდიდატურის მოხსნა ამ ფორმით სწორი არ არის და ის ვერც კრიტიკულ კითხვებში ხედავს პრობლემას.

დღის ამბები