15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ვაკანსიის გამოცხადების დროს დისკრიმინაციის პრევენცია - შრომის ინსპექციის სამსახურმა გატარებული ღონისძიებების შესახებ შეხვედრა გამართა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, USAID​-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ შეხვედრა გამართა.

გაიმართა ვაკანსიის გამოცხადების დროს დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია. მასში განმარტებულია ის ძირითადი პრინციპები, რაც წინასახელშეკრულებო ეტაპზე დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

დღის ამბები