შინაგანი რწმენა მაქვს, რომ კორონავირუსი უფრო ლაბორატორიულია, ვიდრე ბუნებრივი - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, პარტია გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.
"მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ კორონავირუსი უფრო ლაბორატორიულია, ვიდრე ბუნებრივი, თუმცა, ცხადია, ახლა 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია. რა ინფორმაციაც მაქვს და რისი შინაგანი რწმენაც მაქვს, ლაბორატორიულისკენ ვიხრები,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
მანამდე, ფრიდონ ინჯიამ იაგო ხვიჩიას ჰკითხა, მისი აზრით, COVID-19 ბუნებრივი ვირუსია თუ ლაბორატორიული.