15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიის დღე გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მიმართა. ილია დარჩიაშვილმა დიპლომატიურ სამსახურში მყოფებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დიპლომატის დღე 2004 წლიდან აღინიშნება და უდიდესი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების დღეს უკავშირდება. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო 2020 წელს დაწესდა და მაშ შემდეგ შვიდ ქართველ დიპლომატს გადაეცა.

დღის ამბები