იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც საქართველო-ავსტრიის მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
ფაქტს ავსტრიის იუსტიციის მინისტრი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
"სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მადლობა ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის,"- წერს ალმა ზადიკი.