15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
- "დროას", "სტრატეგია-აღმაშენებლისა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარეები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრას მართავენ

სამი პოლიტიკური პარტიის - "დროას", "სტრატეგია-აღმაშენებლისა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარეები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, საჯარო შეხვედრას მართავენ.

დამსწრეებს ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, საკუთარ ხედვას გააცნობენ, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში მათ მოსაზრებებს მოისმენენ და კითხვებსაც უპასუხებენ.

"მიზანი არის ამ ხალხს დაველაპარაკოთ და ავუხსნათ რას როგორ ვხედავთ და ანალოგიურად, მათგანაც მოვისმინოთ ისინი რაში ხედავენ გამოსავალს, იქნებ ჩვენ გვეშლება რაღაც,"- აცხადებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ მისი სურვილია ეს არ იყოს მხოლოდ პარტიული პროცესი და ამაში საზოგადოებაც ჩაერთოს. 

დღის ამბები