კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "დროას", "სტრატეგია-აღმაშენებლისა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" შესაძლო გაერთიანებას აფასებს და ამბობს, რომ "ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული".
წულუკიანის შეფასებით, ამ პარტიებისგან განსხვავებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური რესურსი აქვს:
"ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და "გირჩი", ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად. მე "ნაციონალური მოძრაობის", რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი ვიყო, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, ამ "ზეროებისგან" განსხვავებით, "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს "ზეროების" გაერთიანება ევედრება "ნაციონალურ მოძრაობას", შეგვიერთეთო. აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ,"- აცხადებს თეა წულუკიანი.