ოპოზიციაში გაყოფილი პოზიციების მიუხედავად, სამი პოლიტიკური პარტია ერთიანობის იდეისთვის ბრძოლას განაგრძობს. "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი -მეტი თავისუფლებისა" და დროას ლიდერები ამბობენ, რომ მიუხედავად კოლეგების მხრიდან კრიტიკისა, ისინი მზად არიან მხარეებთან მსჯელობისთვის. მათ შორის ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომლებიც მათი გაერთიანების იდეას არ ემხრობიან. ისინი ამბობენ, რომ მთავარი ახლა ერთიანობაა.
"ტაქტიკური თვალსაზრისით ერთობა როგორ უნდა მოხდეს, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, მთავარი ხომ ერთიანობაა. პროევროპული ერთიანობა გადაარჩენს დღეს საქართველოს. ევროკავშირი ეს არის უსაფრთხოება და მშვიდობა და ასევე, ეს არის ეკონომიკური კითილდღეობა. ამისთვის გვინდა ერთიანობა,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტების პოლიტიკური მიზნები ეროვნული ინტერესების მატარებელი არ არის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ იმასაც, რომ ჯაფარიძე, ვაშაძე, ხოშტარიას გაერთიანება, მათთვის სერიოზული არ არის.
"მათ ამომრჩეველთან კავშირი პრაქტიკულად დაკარგული აქვთ. მათი "პოლიტიკური მიზნები" არანაირ შესაბამისობაში არ მოდის, არც ეროვნულ ინტერესებთან და არც ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებთან. ისინი ძირითადად დაკავებულები არიან იმით, რომ დაშლის პროცესში მყოფი, დასუსტებული "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობას ვინ შეიხვედრებს. განსაკუთრებით, ოლიგარქიული დაფინანსების წყაროები, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა - ვის დააფინანსებს კეზერაშვილი და ა.შ. აქედან გამომდინარე არის ატეხილი ეს ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციაში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.