15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
"რუსეთში ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს" - პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "რუსეთში უკრაინელ ხალხს, ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობიან".

"უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ნეონაცისტურ რეჟიმთან შეტაკება გარდაუვალი იყო. თებერვალში შესაბამისი ნაბიჯები რომ არ გადაგვედგა, ყველაფერი იგივე იქნებოდა, ოღონდ ჩვენი ქვეყნისთვის უარესად. რუსი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულად შთაგონებული სიძულვილის პირველი და მთავარი მსხვერპლი სწორედ უკრაინელი ხალხია.

რუსეთში კი პირიქითაა, ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს, მიუხედავად დღევანდელი წინააღმდეგობისა,"- აცხადებს პუტინი. 

დღის ამბები