სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ სასამართლო რეფორმის პაკეტს დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. 6 პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტში, სხვა ცვლილებებთან ერთად, გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება, ასევე, რაიონული, ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გამწესების წესი. ოპოზიცია ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევს, თუმცა გარკვეულ პირობებზე კომპრომისისთვის მზად არის.
სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12-რეკომენდაციიდან რიგით მესამეა.
"ნებისმიერ ცვლილებას დავუჭერდით მხარს რაც უნდოდა შემოეტანა "ქართულ ოცნებას". მიუხედავად იმისა, არ გვჯერა, რომ ეს უშველის ქართულ სასამართლო სისტემას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ბრალდებულს ექნებოდა უფლება, რომ მისი საქმე გაერჩია ან ჩვეულებრივ სასამართლოს, ან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუ ამ ცვლილებაზე წამოვიდოდა "ქართული ოცნება", ჩვეულებრივ, სასამართლო რა რეფორმასაც გადაწყვეტდა, ჩვენ მხარს დავუჭერდით. შეტანილი გვაქვს ეს კანონპროექტი, დავაკვირდებით, როგორ დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება" და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, ომბუდსმენობის კანდიდატი იაგო ხვიჩია.
ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობისას ყველა დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა.
"სრულად გაანალიზდა ის პროცესი, რომელიც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში რეფორმებს უკავშირდება. იქნა შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ყველა დაინტერესებულმა სუბიექტებმა, მოხდა პოზიციების შეჯერება, თუმცა არსებობს საკითხები სადაც აზრთა სხვადასხვაობაა,"-აცხადებს