რა ღონისძიებებია დაგეგმილი თელავში "ერეკლეობასთან" დაკავშირებით - დღეს, ერეკლე მეფის დაბადებიდან 302 წელი შესრულდა. დილიდან ტრადიციულად, მეფის კარის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა.
ღონისძიებები თელავში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართება, თუმცა ეპიცენტრი მუზეუმის შიდა ტერიტორია იქნება. ბატონის ციხეში მოწყობილია თემატური პავილიონები, დამონტაჟდა სცენა და დეკორაციები. დღესვე დასახელდებიან საპატიო თელაველებსაც.
თელავში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.
"მეფე ერეკლე არის ჩვენი ერის საამაყო მხედართმთავარი, ხელმწიფე და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია და ალბათ მთელი საქართველოსი, განსაკუთრებულად კახელების. ის არის ვაჟკაცობის, გმირობის და პატრიოტიზმის ყველაზე კარგი მაგალითი, რაც შეიძლება ჩვენ ისტორიაში ვისწავლოთ და ვასწავლოთ ჩვენ შემდეგ თაობებს," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.