საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პოლიტიკური გემი იძირება და დანარჩენი ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ ეს სივრცე აითვისონ:
"ე.წ. მთავარი ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პოლიტიკური გემი იძირება, დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ღრმა კრიზისიდან გამომდინარე, დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე ოპოზიციაში და ყველანაირად ცდილობენ, ეს სივრცე აითვისონ. გარდა ამისა, მიმდინარეობს ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" "კუთვნილი" პოლიტიკური შავი ფულის, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების პირდაპირი გადანაწილების პროცესი,"- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.