საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას? გამოკითხულთა უმეტესობა - 70 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60%-ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას.
ამასთან, კითხვაზე - თუ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება შედეგზე პასუხისმგებელი? პასუხები ასეთია:
საქართველოს ხელისუფლება-50%
ევრკავშირი-12%
ოპოზიციური პარტიები-6%
რუსეთის ომი უკრაინაში -5%
სამოქალაქო საზოგადოება-2%.
ამ მიმართულებით არის კიდევ ერთი შეკითხვა - თუ ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება შედეგზე პასუხისმგებელი?
საქართველოს ხელისუფლება-64%
ოპოზიციური პარტიები-8%
ევროკავშირი-6%
რუსეთის ომი უკრაინაში -2%
სამოქალაქო საზოგადოება-1%
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.