საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პერსონების მოწონების რეიტინგში, საზოგადოების ნდობა პატრიარქის მიმართ, კვლავ უცვლელია. ხუთეული ასე გამოიყურება:
1)ილია მეორე-88%
2)კახა კალაძე- 51%
3)ირაკლი ღარიბაშვილი-44%
4)ანა დოლიძე-40%
5)სალომე ზურაბიშვილი- 38%
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.