ქუთაისის საკრებულოში 6 თვის განმავლობაში 8 სხდომა ჩატარდა და გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
თუმცა, გაცდენების ამ მაჩვენებლის მიუხედავად, მათივე ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის ღირებულების 39,319 ლიტრი საწვავი დახარჯეს.
"ქუთაისის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარ-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.
გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება საკრებულოს წევრ გაგა მანაგაძეს. მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1980 ლარს შეადგენს.
გაცდენის მაჩვენებლების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის ღირებულების 39,319 ლიტრი საწვავი დახარჯეს," - აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.