ფლანგის დეტექტორის ახალი კვლევა. ქუთაისის საკრებულოს სხდომის გაცდენები და დახარჯული საწვავი - ამ თემაზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სხდომებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყველაზე ხშირად აცდენდნენ, თუმცა ამ პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი დახარჯეს. დაახლოებით 131 000 ლარზე მეტი ღირებულების. ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ საწვავს მოსახლეობასთან შეხვედრისთვის იყენებდა, გაცდენების შესახებ ინფორმაცია კი არასწორია.
ოპონენტებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრს. ბაქარ მახარაძის თქმით, ფლანგვის დეტექტორის კვლევა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ არამიზნობრივად მოიხმარს ოპოზიცია საზოგადოების რესურსს.
"სამწუხაროდ ოპოზიციური საკრებულოს წევრები მოიხმარენ, არა მხოლოდ საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც არის მოქალაქეების გადასახადებიდან შემოსული. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ არამიზნობრივად მოიხმარს ოპოზიციური ძალა ჩვენი თანამოქალაქეების გადასახადებს," - აცხადებს ბაქარ მახარაძე.