15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"წარმოუდგენელია, ასე მტრობდე შენ ქვეყანას, ასე აფერხებდე საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას" - გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციის ნაწილზე

ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ოპონენტების ნაწილს აკრიტიკებს და მათ ქვეყნის ევროპულ გზაზე სვლაში შეფერხებაში ადანაშაულებს. 

"წარმოუდგენელია, ასე მტრობდე შენ ქვეყანას, ასე აფერხებდე საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას. როცა ვასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მაშინ შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ როგორმე სხვა თვალთახედვით წარმოაჩინო დენი ქვეყანა, ძირი გამოუთხარო შენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, ისინი სწორედ რომ რუსულ საქმეს აკეთებენ საქართველოში, მთელი ძალისხმევა არის იმაში ჩართული, რომ ევროპელი ლობისტების გამოყენებით როგორმე დააკნინონ, დაამცირონ ქვეყანა, თავს ლაფი დაასხა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს, ამაზე ხელი მოითბო და შემდეგ ამ ადამიანების გამოყენებით როგორც მოხვიდე ხელისუფლების სათავეში," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები