15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ოპოზიცური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არასამთავრობო სექტორს ხვდება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამ წუთებში არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეხვედრა ISFED-ის, GDI-ის და USAID ორგანიზებით იმართება. მთავრი თემა: "პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევებია".

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანია, საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი ახალი ტენდენციები ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნონ.

"არის რამდენიმე მიმართულება, რომელიც იკვეთება როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით," - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

 

დღის ამბები