15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც - ბაქარ მახარაძე

სამწუხაროდ ჩვენი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახადებიდან არის შემოსული - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბაქარ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ეს არის ნათელი დადასტურება, თუ როგორ არამიზნობრივად მოიხმარს ოპოზიცია ჩვენი თანამოქალაქეების გადასახადებს. 

"როდესაც ისინი არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ფაქტიურად დაკარგულია მათი ამომრჩევლის ხმა. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, როდესაც მოვიხმართ მოქალაქეების გადასახადებს და ადმინისტრაციულ რესურსს, ყველა ჩვენმა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქის და მოქალაქეებისთვის" - განაცხადა ბაქარ მახარაძემ.

დღის ამბები