15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან გვსურს, საქართველო ვნახოთ ჩვენს ოჯახში, პოლიტიკა ყოველთვის ეხება კომპრომისს, რაც საქართველოს პოლიტიკურ გარემოს ძალიან აკლია - რასა იუკნიავიჩიენე

ევროპარლამენტარის რასა იუკნიავიჩიენეს განცხადებით, "ოლიგარქს"  საქართველოში აქვს ერთი მნიშვნელობა და ესა ბიძინა ივანიშვილია.

როგორ ევროდეპუტატი განმარტავს, მას სურს იხილოს საქართველო ევროპულ ოჯახში. მასთან, იუკნიავიჩიენე იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკა კომპრომისებს მოითხოვს, რაც საქართველოს პოლიტიკურ გარემოს ძალიან აკლია. 

"ერთის მხრივ კარგია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდისა თუ ევროპარლამენტის წევრი პოლიტიკოსისგან ამდენი შესწორება ვიხილეთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ყურადღების ცენტრშია და ის ბევრ ადამიანს აღელვებს, მიუხედავად ჩვენი კრიტიკული მიდგომისა და ბევრი პრობლემისა, რომელსაც თვალს ვადევნებთ.

საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან გვსურს, საქართველო ვნახოთ ჩვენს ოჯახში. ჩემი ძველი პროფესიიდან გამომდინარე მაქვს განცდა, თითქოს ექიმი ვარ. დაინახო პრობლემა ნიშნავს, რომ გამოიყენო საუკეთესო წამალი განსაკურნებლად, რა თქმა უნდა, ის საქართველოში მოიძებნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის ეხება კომპრომისს, რაც საქართველოს პოლიტიკურ გარემოს ძალიან აკლია. ჩვენ ვხედავთ საერთო გაგების, საუბრის შესაძლებლობის ნაკლებობას. მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი პოზიცია ამ საკითხზე და სამწუხაროდ, რაც ევროკომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ არსებობს მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვინ არის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, ზოგიერთი "ქართულ ოცნებაში" თავს აჩვენებს, თითქოს არ ესმის ან სხვანაირად ესმის. "ოლიგარქს" კი საქართველოში აქვს ერთი მნიშვნელობა და ესაა ბიძინა ივანიშვილი," - აცხადებს რასა იუკნიავიჩიენე.

საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი სამ საათში განიხილავს, გაიმართება კენჭისყრაც. უკვე დეკემბერში ანგარიში პლენარულ სხდომაზე გავა-ის ასახავს თუ რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილი რამდენიმე ახალი ჩანაწერის ინიციატივით გამოდის, მათ შორის საუბარია დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე, როგორც მედია მენეჯრებზე. ასევე შესწორებულ ანგარიშში სავარაუდოდ, მოხვდება მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გვარებიც.

დღის ამბები