15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დამაზიანებელი და სპეკულაციური ქმედებებია - მამუკა მდინარაძე

"საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევასა და რუსეთთან სავაჭრო კავშირზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ლობისტებთან ერთად მუშაობს, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო სარგებლობს რუსეთისგან უკრაინაში წარმოებული ომით. მამუკა მდინარაძემ ახსენა სტატიებიც.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობა, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ მათი ლობისტები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით. შარშანაც საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდი დღემდე, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით სამომავლო პროგნოზს აკეთებს ძალიან მაღალს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა. არც შარშან  ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და არც სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. რამდენად სპეკულაციური და საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯი ლაგდება, ალბათ ყველა ადვილად მიხვდება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

ცნობისთვის: რამდენიმე გამოცემამ ამ თემაზე მასალა გასულ კვირას მოამზადა, სადაც ეწერა, რომ მაშინ, როცა ევროპაში ომია, რუსეთის მეზობელ პატარა ქვეყანაში, საქართველოში მოულოდნელი ეკონომიკური ბუმია.

 

 

დღის ამბები