15 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციები - ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ ეს მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია.

"ეს მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია. რეალურად, "აიფიემი" არასდროს აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია, 100 პროცენტზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგები. ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, თითქოს ამომრჩევლის 40 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რაც მთლიანად, ასე ვთქვათ, ოპოზიციისკენ შეიძლება, მიემართოს. ეს არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება. სინამდვილეში, ამ მონაცემების ალოკაციის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება, რაც მარტივი სოციოლოგიური ამოცანაა. ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, რასაც ძალიან აქტიურად იყენებს რადიკალური ოპოზიცია," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები