15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო

ბრიუსელმა რეზოლუციის პროექტი შეარბილა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან.

დოკუმენტში ნახსნებია კონკრეტული გვარებიც და გამოთქმული წუხილი ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანმხებიდან გასვლის თაობაზე, საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და სააკაშვილის უფლებაზე გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან სვენ მიქსერი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. 

"საქართველოსთვის ახლა მნიშვნელოვანი მომენტი დგას, რადგან ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება.რაც რეალურად მხოლოდ ერთერთი ნაბიჯია მთავარ მიზნამდე. ეს არაა მარტივი გზა, ბევრი ტექნიკური საკითხია განსახორციელებელი და მისაღწევი,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი, სახელმწიფოს მზაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნის როლის მოსარგებად. ეს კი დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენადაა თანხვედრა ევროკავშირის ძირითად პრინციპებთან და ფუნდამენტუარ ღირებულებებთან. ესაა გზავნილი, რომელიც საქართველოში ორივე პოლიტიკურმა მხარემ უნდა მიიღოს. სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით წინა რეზოლუციების ენა მეტ-ნაკლებად ამჯერადაც მეორდება, ჩვენ გვჯერა,რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილს სათანადო მკურნალობა გაეწიოს. როდესაც საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ,რომ უზრუნველჰყონ მისი საზღვარგარეთ მკურნალობა,ამას ვამბობთ ჰუმანიტარული მნიშვნელობით,თუმცა ამას გარდა, მჯერა, რომ ეს დაეხმარება ქვეყნის შინგით პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას, ისევე როგორც პოლიტიკურ ანტაგონიზმსა და არაჯანსაღ კლიმატს,"- აცხადებს სვენ მიქსერი. 

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ერთიანია საქართველოსთან დაკავშირებით. 

"მოხარული ვართ, რომ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ. საბოლოო კენჭისყრამ ნათელი გახადა, რომ ევროპარლამენტი ერთიანია იმის თაობაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ საქართველოს საკითხს. ტექსტში გამოყენებული იყო კრიტიკული ენა, მე არ ვიყავი თანამომხსენებელი, თუმცა ძირითადი საკითხები ამ რეზოლუციაში იყო ძალიან მკაფიო. ბიძინა ივანიშვილის გავლენები ქართულ პოლიტიკაზე აშკარაა. ჩვენ ეს საკითხი ბევრჯერ განგვიხილავს სხვა ინსტიტუციებთან ერთად, მათ შორის ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშშიც და მას შემდეგ,ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა,"- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი. 

დღის ამბები