15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
"მაგთის" ყოფილი მენეჯერის სკანდალური განცხადება - დევიდ ლი ამტკიცებს, რომ თანამდებობა ანდრიუს კუბილიუსის და კარლ ჰარცელის ზეწოლის შედეგად დატოვა

სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთისა" და საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასოციაცია საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მიზეზად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუს ასახელებს, რომელმაც დევიდ ლის მტკიცებით ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს წერილი მისწერა და ამ უკანასკნელს, ასოციაციის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ამ სკანდალური ფაქტის შესახებ დევიდ ლიმ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დღეს დაწერა, უფრო მეტი, "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს გაიხსენა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განმარტებით ადამიანები, რომლებზეც დევიდ ლი საკუთარ განცხადებაში საუბრობს, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და მათგან არც ეს გადაწყვეტილება უკვირს.

მომხდარის დაჯერება უჭირთ საპარლამენტო ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტები ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის პოსტის უკან "ქართული ოცნების" კვალს ხედავენ და აცხადებენ, რომ უმრავლესობა ამ ფორმით ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებს.

მსგავსი ფაქტები არ უნდა დაიმალოს - ეს პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები მომხდარს გმობენ და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში კონკრეტული დეპუტატები, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგით მოქმედებენ.

დევიდ ლი, "მაგთის" აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 12 წლის განმავლობაში იკავებდა. 2017 წლიდან კი ევროპული ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელია. ასოციაცია მან 2021 წლის აპრილში დატოვა.

დღის ამბები